ხშირად დასმული კითხვები

მასპინძელს უნდა დავუკავშირდე მანამ, სანამ ტურს დავჯავშნი?

არ არის აუცილებელი, ტურის დაჯავშნა ამის გარეშეც შეგეძლებათ, თუმცა, ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მასპინძელს.

როგორ განვათავსო ტური საიტზე?

შეავსეთ ფორმა, საიტის მიერ მოწოდებული. ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდეგ, ჩვენი გუნდი განიხილავს და დაგარეგისტრირებთ მასპინძლად, იმ შემთხვევაში, თუ თქვნ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება ამომწურავი და სინამდვილის შესაბამისი.

რა თანხა დავაწესო თითოეულ სტუმარზე?

ფასი დამოკიდებულია მასპინძელზე. ეცადეთ, მიიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია როგორც თქვენთვის, ასევე, სტუმრისთვისაც. ნახეთ მსგავსი ტურები, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, როგორ შეაფასოთ თქვენი ტური სწორად. გაითვალისწინეთ, რომ საიტის ვალუტა არის ლარში.

როგორ შევქმნა კარგი პროფილი?

შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი, რადგან ეს ინფორმაცია ეხმარება თქვენს მომავალ სტუმრებს, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ თქვენზე და თქვენს ტურზე.

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გახადოთ თქვენი ტური უნიკალური და შემდეგ, ტურის აღწერაში, ჩაწერეთ თქვენი იდეები. ეცადეთ, რომ ტურის აღწერა არ აღემატებოდეს რამდენიმე წინადადებას ისე, რომ არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი პუნქტები, რაც თქვენს ტურს განსაკუთრებულს ხდის.

დარწმუნდით, რომ ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით, შეესაბამება რეალობას. გადაამოწმეთ შევსებული ველები, რათა ტურის ღირებულება, განრიგი და სხვა მნიშველოვანი ინფორმაცია იყოს სწორი.

ყურადღება მიაქციეთ ველს, რომელშეც ავსებთ ინფორმაციას საკუთარ თავზე. სტუმარი, რომელიც ეძებს ტურს, ასევე, მიშვნელობას ანიჭებს, რამდენად გულახდილი და მეგობრულია მასპინძელი.

თქვენი ტურის ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ, რომ ტურის თვალსაჩინო და ლამაზი ფოტოები ატვირთოთ.

როგორ მიიღებს ჩემი ადრესატი საჩუქარს?

თქვენი ადრესატი მიიღებს შეტყობინებას მობილურზე, ასევე, იმეილს, სადაც ინფორმირებული იქნება თქვენს მიერ გაგზავნილი საჩუქრის შესახებ. ადრესატს ეცოდინება, რომ საჩუქრის გამოყენება მისთვის სასურველ დროს, მასპინძელთან შეთანხმებით, შეეძლება.

როგორ გავიგებ, რომ ჩემმა ადრესატმა საჩუქარი მიიღო?

მაშივნე, როდესაც თქვენს ადრესატს მიუვა შეტყობინება ტელეფონზე და მეილი, თქვენ გამოგეგზავნებათ იმეილი, რომელიც შეგატყობინებთ, რომ თქვენმა ადრესატმა წარმატებით მიიღო ორივე შეტყობინება და შეუძლია, უკვე დაეკონტაქტოს მასპინძელს დეტალების დასაზუსტებლად.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებულ გამოცდილებებს შორის, სასურველ საჩუქარს ვერ ვპოულობ?

თუ თქვენ ვერ პოულობთ თქვენთვის სასურველ საჩუქარს, შეგიძლიათ ველიდან- „შექმენი უნიკალი საჩუქარი“- მოგვწეროთ და ჩვენ დაგეხმარებით პერსონალური საჩუქრის შექმნაში.

შემიძლია ცვილებების შეტანა ჩემს ტურში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება საიტზე?

მასპინძელს შეუძლია, ცვლილებები შეიტანოს ტურში, იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილებები არ შეეხება უკვე დაჯავშნილ ტურებს.