ლილო არენა ოქროს ბარათი

ლილო არენა არის ავტო–მოტო სატრანსპორტო საშუალებების საწვრთნელ–საშეჯიბრო კომპლექსი რომელიც მდებარეობს ლილოში, ლოჭინის ხეობის მოსაზღვრედ. არენის ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 91642.00 კვადრატულ მეტრს.


აკადემია ოქროს ბარათის მფლობელს აძლევს მის დაქვემდებარებაში არსებულ საავტომობილო საწვრთნელ–გასართობ კომპლექსზე"ლილო არენა" შემდეგი სერვისების გამოყენების უფლებას:

1. 25 წლის განმავლობაში ავტომობილით ულიმიტო ვიზიტი „ლილო არენის“ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საწვრთნელ–გასართობ მონაკვეთზე არაუმეტეს ორ თანმხლებ პირთან ერთად რომლებიც თავის მხრივ ასევე უფასოდ დაიშვებიან ავტომობილებით.;

2. 25 წლის განმავლობაში უფასოდ დასწრება „ლილო არენაზე“ ჩატარებულ ყველა სახის ღონისძიებაზე (მათ შორის შეჯიბრებზე, კონცერტებზე და ა.შ.) ორ თანმხლებ პირთან ერთად;


რა ობიექტებია ტერიტორიაზე

1. საწვრთნელი და სარბოლო ტრასები რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ისე როგორც ერთი მთლიანი ასევე ცალ–ცალკე სექტორებად.

2. ბოქსები (ფარეხები) სპორტული ავტომობილების განსათავსებლად რომლის სახურავიც არის იდეალური საშუალება ტრიბუნის და კაფე–ბარის განსათავსებლად

3. ოფროუდ ზონა წვრთნებისთვის და შეჯიბრებისთვის რომელისთვისაც შეიძლება გამოყენებული იქნას ბუნებრივი რელიეფი მცირედი ჩარევით და რომელსაც ერთნაირი წარმატებით გამოიყენებს როგორ ავტო ასევე მოტო ტრანსპორტი

4. საწვრთნელი ავტოქალაქი ავტომობილის მართვის ტექნიკის შესასწავლად და დასახვეწად



ბარათის შეძენის დროს არ აქვს მნიშვნელობა კლიენტი ფიკურ მიწოდების ტიპს აირჩევს თუ ელექტრონულს. შეძენის შემდეგ ჩვენი დაგიკავშირდებით და რამოდენიმე დღეში დაგიმადებთ უნიკალურ ოქროს ბარათს .

შენახვა

Alternate Text

გაზიარება